Saturday, September 13, 2014

მეცხრე დღე

შევამოწმეთ დავასრულეთ პროექტის გეგმა,  გამოვაქვეყნეთ მასალები ბლოგზე. მოვახდინეთ თვითოეულმა  მონაწილემ ჩვენი ნამუშევრის პრეზენტაცია.
     პირველმა გამომსვლელმა, ქეთევან პავლაძემ წარმოადგინა პროექტი ,,ვიტამინები".რაც მიმაჩნია, რომ საკმაოდ სრულყოფილი იყო და ნაყოფიერი საზოგადოებისათვის 
    მეორე გამომსვლელი ვიყავი მე, მაია ბარბაქაძე,  ვისაუბრე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დადებით და უარყოფით შედეგებზე. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პროექტი არის კარგი, მაგრამ არა საუკეთესო, თუმცა მიჩდება უფრო მეტი იდეები რათა უკეთესი შევქმნა.
    შემდეგი იყო ელენე მელქაძე  ,,არ გვინდა ომი." -
      მელანო ბერაძე-,,დეკორაციული ბაღი"- მელანომ საკმაოდ მხატვრულად დახატა და გადმოსცა თავისი პროექტი, რაც მოსასმენად იყო ძალიან სასიამოვნო.
      თამარ კალანდაძე-შემთხვევითი არქეოლოგია
      თამარ წიწილაშვილი-ჩვენ ვცდილობთ რუსულად საუბარს
      ნინო გაგოშიძე-განტოლება და მისი გამოყენება
     ნესტან შავიძე-გენმოდიფიცირებული საკვები
     მაია გაგოშიძე-კვადრატული ფუნქცია 
    ფატი ბიწაძე-რა ენა წახდეს
    ქეთევან მაჭავარიანი-ღონისძიების დაგეგმვა
    ინგა აბაშიძე-დიფუზია

  ყველა პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამიჩნდა ჩემი შეხედულებები და გამოვხატე ჩემი აზრები რაზედაც მივიღე ისეთი პასუხები რაც ძლია საინტერესო იყო.
  
  საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოგვივიდა. მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს. იმედია მომავალში გამოვიყეებთ ჩვენდა სასარგებლოდ.

Friday, September 12, 2014

მერვე დღე

დღეს ვისწავლეთ  კითხვარის შედგენა. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო. პორტფოლიოს ჩეკლისტით შევამოწეთ გეგმის შინაარსი.ბუკლეტები და ინტერვიუ დავასრულეთ. მნიშვნელოვანი დღე იყო ძირითადად შეჯამების სახე ჰქონდა ყველაფერს. ვფიქრობ  კარგი პროექტი გამომივიდა. მე  ვთვლი რომ ჩემი უნარი და შესაძლებლობები გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა უკეთესის გაკეთება, რასაც მომავალში გამოვასწორებ.

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღე

 ვიმუშავე მეექვსე მოდულზე, განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი თეორია  და სხვადასხვა მოსწავლეთა სწავლის სტილი  დავადგინეთ რომელსაც შევუსაბამეთ აქტივობები.

 გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშეფასების  ფორმა. ასევე გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი.  ბლოგზე გადავიტანეთ ყველა ჩვენი შექმილი დოკუმენტი. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. მომავალი დღისათვის მოგვეცა დავალებები .

Sunday, September 7, 2014

მეექვსე დღე

 გავიხსენე წინარე ცოდნა, უკუკავშირით განვიხილეთ პროექტის პროცედურები. ვისწავლეთ. მე-5 მოდული: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ვისწავლეთ ბლოგპოსტებისა და პეიჯების შექმნა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ყველასათვის. მნიშვნელოვანი იყო  შეფასების რუბრიკის თითოეული პუნქტების  განხილვა. გამიჩნდა ინტერესი დამოუკიდებლად შევქმნა სხვა პროექტის შეფასების რუბრიკები აღნიშნული სქემით.  ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების გაკეთება, გავეცანით  პორტფოლის რუბრიკის  შექმნას. ბლოგზე ახალი გვერდისა და გაჯეტების შექმნა. პროცედურების ჩამოყალიბება და სრულყოფილად გაკეთება. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ჩავაგდეთ ჩვენს დრაივში

Saturday, September 6, 2014

მეხუთე დღე

შევედით მესამე მოდულზე, გავეცანით საავტორო უფლებებს, როგორ უნდა იყოს დაცული, ვნახეთ სლაიდშოუს ნიმუში, შევქმენით მოსწავლის ნიმუში პრეზენტაციის სახით. გამოვიწერეთ სურათები ინტერნეტიდან და გადმოვაკოპირეთ მათი URL-მისამართები გამოყეებულ ლიტერატურაში. ასევე გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შევსებას და ჩასმას.შევედით ჩვენს დრაივზე და ჩვენი ნამუშევარი იქ შევინახეთ.
 საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო
(მადლობა ქალბატონ მანანას.)

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღე

დღეს შევარჩიეთ ხუთივე მიზნისთვის  შეფასების მეთოდები და ინსტრუმეტები და შეფასების მოკლე მონახაზი გავაკეთეთ. მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად შევქმენით შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტი ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე" და ეს ყველაფერი ბლოგზე ავტვირთეთ.

Sunday, August 31, 2014

მესამე დღე

  გადავხედეთ სტანდარტებს, და ამოვარჩიეთ მაღალი დონის კითხვები, ამაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია. ასევე შევარჩიეთ 21-ე საუკუნის სიტყვები, რაც გამოვიყენე პროექტის გეგმაში, ასევე გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითვების დასმის სტრუქტურას, შესაბამისად გეგმაშიც ჩავსვი სამივე ტიპის -ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
 დღევადელი დღე იყო ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი, რადგანაც უფრო საინტერესო და სასიამოვოდ მივიჩნიე. ინტერნეტიც იყო უფრო აქტიური
  ჩვენი ტრენერი  ქალბატონი მანანა  კი არის  საოცრად ხალისიანი, უაღრესად მშვიდი,  თბილი და საუკეთესო  მოსაუბრე, რაც გვიადვილებს ახალი საკითხების უკეთ გაგებასა და მარტივად შესრულებაში.    

Saturday, August 30, 2014

მეორე დღე

II დღე 
 მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროექტის გვერდის შაბლონის შესახებ, მოვძებნეთ შედეგები და ინდიკატორები ჩავასვით ჩვენი პროექტის გეგმებში. მოვძებნეთ და შევქმენით ბუკლეტები.
 დავალებად მივიღეთ მოვიძიოთ მასალები (ფოტოები) ბუკლეტებისათვის.

Friday, August 29, 2014

პირველი დღე

 გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს. გავეცანი viewer-ში მუშაობას. შევქმენი პორტფოლიო, გავეცანით დოკუმენტს პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება საჭირო დოკუმენტების შენახვას, გავეცანით პროექტის მახასიათებლების შექმნას, რომელიც გვასწავლის პროექტის შექმნისათვის რა უნდა გავითვალისწინოთ. ასევე გავეცანი პროექტის გეგმის მახასიათებლების შაბლონს, რომელზეც ვიმუშავებთ 8 მოდულის გამოყენებით. რესურსებში ვნახეთ უკვე არსებული პროექტის გეგმები.      იტერნეტით მუშობა იყო ძალიან ნელი, თუმცა მაინც შევძელით მუშაობა.
 მივიღეთ დავალება პროექტის იდეის მოფიქრებისა და მოკლე აღწერის შექმნის შესახებ.