Sunday, August 31, 2014

მესამე დღე

  გადავხედეთ სტანდარტებს, და ამოვარჩიეთ მაღალი დონის კითხვები, ამაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია. ასევე შევარჩიეთ 21-ე საუკუნის სიტყვები, რაც გამოვიყენე პროექტის გეგმაში, ასევე გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითვების დასმის სტრუქტურას, შესაბამისად გეგმაშიც ჩავსვი სამივე ტიპის -ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
 დღევადელი დღე იყო ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი, რადგანაც უფრო საინტერესო და სასიამოვოდ მივიჩნიე. ინტერნეტიც იყო უფრო აქტიური
  ჩვენი ტრენერი  ქალბატონი მანანა  კი არის  საოცრად ხალისიანი, უაღრესად მშვიდი,  თბილი და საუკეთესო  მოსაუბრე, რაც გვიადვილებს ახალი საკითხების უკეთ გაგებასა და მარტივად შესრულებაში.    

Saturday, August 30, 2014

მეორე დღე

II დღე 
 მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, დავიწყეთ პროექტის გვერდის შაბლონის შესახებ, მოვძებნეთ შედეგები და ინდიკატორები ჩავასვით ჩვენი პროექტის გეგმებში. მოვძებნეთ და შევქმენით ბუკლეტები.
 დავალებად მივიღეთ მოვიძიოთ მასალები (ფოტოები) ბუკლეტებისათვის.

Friday, August 29, 2014

პირველი დღე

 გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს. გავეცანი viewer-ში მუშაობას. შევქმენი პორტფოლიო, გავეცანით დოკუმენტს პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება საჭირო დოკუმენტების შენახვას, გავეცანით პროექტის მახასიათებლების შექმნას, რომელიც გვასწავლის პროექტის შექმნისათვის რა უნდა გავითვალისწინოთ. ასევე გავეცანი პროექტის გეგმის მახასიათებლების შაბლონს, რომელზეც ვიმუშავებთ 8 მოდულის გამოყენებით. რესურსებში ვნახეთ უკვე არსებული პროექტის გეგმები.      იტერნეტით მუშობა იყო ძალიან ნელი, თუმცა მაინც შევძელით მუშაობა.
 მივიღეთ დავალება პროექტის იდეის მოფიქრებისა და მოკლე აღწერის შექმნის შესახებ.